აქტუალური
თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის.
ამასთან, თბილისი-ზუგდიდისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი ელექტრომატარებელი. მატარებელი 18 აპრილამდე ყოველდღე იმოძრავებს.
რაც შეეხება ბილეთების ფასს, რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება.