საზოგადოება
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და წყალდიდობა

novodnenieთბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. 12-13 აპრილს საქართველოს მასშტაბით ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგების ინფორმაციით, აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდება.

„12 აპრილს ელოდებიან ძლიერ წვიმებს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ძლიერმა წვიმებმა თოვლის დნობასთან ერთად  მდინარეებზე, ძირითადად კი, გურია-აჭარის მდინარეებზე, და იმერეთშიც  გამოიწვიოს წყალმოვარდნები“, – აცხადებენ ჰიდროლოგიური პროგნოზირების სპეციალისტები.