აქტუალური
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება

vstreCa-v-vaSingtonerთბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 16 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება.

როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ამჯერად დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია უხელმძღვანელებს, აშშ-ის დელეგაციას კი, სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში – ფილიპ გორდონი.