აქტუალური
21 აპრილს დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოვა
trampi-547845თბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. მილიარდერი და მედიამაგნატი დონალდ ტრამპი 21 აპრილს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ კომპანია „Silk Road Group“-ის წარმომადგენელი იუწყება. მანამდე ქართული მედიასაშუალებები ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის ვიზიტის განსხვავებულ თარიღებს ასახელებდნენ. ტრამპის ვიზიტი, რომელიც 2011 წლის 17 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, გადაიდო. „უკვე არსებობს ზეპირი შეთანხმება, რომ დონალდ ტრამპი საქართველოში 21-22 აპრილს გაატარებს. მისი ვიზიტის დროს ბათუმში პროექტ „ტრამპ ტაუერის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომლის დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულებულია“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მშენებლობისათვის აუცილებელი თანხის მოზიდვა დაიწყება. „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობას ბათუმში, რომელიც  2013 წელს უნდა დასრულდეს, კომპანია „Silk Road Group“ – საქართველოში ტრამპის კომპანიის პარტნიორი – განახორციელებს. ახალ კომპლექსში, სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების გარდა, კომერციული ფართობები და კაზინო განთავსდება. ასეთივე ცათამბჯენის აშენება თბილისშიც იგეგმება. ორივე ობიექტის მშენებლობა 250.000.000 აშშ დოლარი დაჯდება.