საქართველომ პატივი მიაგო 9 აპრილის მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნას

თბილისი, 9 აპრილი,
საქინფორმი. საქართველოში ორშაბათი უქმეა – დღეს ჩვენ 1989 წლის მშვიდობიანი მიტინგის დარბევის მსხვერპლთა ხსოვნას მივაგებთ პატივს. დარბევის დროს 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამის შემდეგ შემოღებული კომენდანტის საათის დროს - კიდევ 5. მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ყვავილები მიჰქონდათ, სანთლებს ანთებდნენ, ეკლესიებში პანაშვიდებს იხდიდნენ. ასეთი ღონისძიებები დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ „დამოუკიდებლობის აქტი“ გამოაცხადა. ამგვარად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ორჯერ აღინიშნება, მაგრამ ძირითადი აქცენტი 26 მაისზე კეთდება, როდესაც საქართველომ თავი დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა.