სამართალი
თბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. იტალიის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა. 38 წლის რევაზ მინდიაშვილისა და 35 წლის საშა კომაროვის დაკავებაში პარმისა და ბოლონიის პოლიცია ერთობლივად მონაწილეობდა.
პოლიციამ მისი მანქანიდან ბინების ძარცვისთვის საჭირო ხელსაწყოები და ნაძარცვი ნივთები ამოიღო, რომელთა ნაწილიც მინდიაშვილმა გზაში გადაყარა.
ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.