საზოგადოება
თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომაზე საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები იქნება განხილული, მათ შორის, თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ინვესტიციების და სხვა კუთხით.
აღნიშნული სხდომის ჩატარება ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.