ივანიშვილის პარტია აპრილში დაფუძნდება

თბილისი, 3 აპრილი,
საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრეზენტაცია აპრილში გაიმართება. ეს განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
„ფორმალურად რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას ველოდებით მანამ, სანამ პრეზენტაცია გაიმართება. ეს მოხდება აპრილში“, – განაცხადა მან.