აქტუალური
თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის – კახა ბენდუქიძის „Эхо Москвы“-თვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს მიერ საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოდ დაზარალების თაობაზე.
ინფორმაცია ქართული ექსპორტის შესახებ მითითებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე და ის საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
„ამდენად, კახა ბენდუქიძის განცხადება, თითქოს ქართული ეკონომიკა მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზარალდა რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სტატისტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარს ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნულია თენგიზ ომანიძის განცხადებაში.