სამართალი
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11,2 მლრდ აშშ დოლარია

vneSni-dolgთბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 11.2 მილიარდი აშშ დოლარი (18.6 მლრდ ლარი) შეადგინა; აქედან 3.7 მილიარდი აშშ დოლარი (6.1 მილიარდი ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (32.9%), 815.0 მლნ აშშ დოლარი (7.3% – 1.4 მილიარდი ლარი) – ეროვნული ბანკის, 2.1 მილიარდი აშშ დოლარი (19.0% – 3.5 მილიარდი ლარი) – საბანკო სექტორის, 2.0 მილიარდი აშშ დოლარი (17.8%  – 3.3 მილიარდი ლარი)  – სხვა სექტორებისა და 2.6 მილიარდი აშშ დოლარი (23.0% – 4.3 მილიარდი ლარი)  – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2011 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 370.3 მლნ აშშ დოლარით (614.7 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილების გამო ვალი გაიზარდა 438.4 მლნ აშშ დოლარით (727.6 მლნ ლარი), ფასის ცვლილების შედეგად  – 25.9 მლნ. აშშ დოლარით (43.1 მლნ ლარი), სხვა ცვლილებების შედეგად კი – 12.8 მლნ აშშ დოლარით (21.3 მლნ. ლარი), ხოლო საკურსო ცვლილებების გამო 106.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა (177.3 მლნ ლარი).

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 101.6 მლნ აშშ დოლარით (168.7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ფასისა და ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 155.4 მლნ აშშ დოლარი (258.0 მლნ. ლარი) შეადგინა, ხოლო საკურსო  ცვლილებების შედეგად სამთავრობო სექტორის ვალი შემცირდა 53.8 მლნ აშშ დოლარით (89.2 მლნ ლარი).

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 51.6 მლნ აშშ დოლარით (85.6 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან ოპერაციული ცვლილების შედეგად გვქონდა ეროვნული ბანკის ვალდებულებების 37.1 მლნ აშშ დოლარითა (61.5 მლნ ლარით)  და საკურსო ცვლილების შედეგად 14.5 მლნ აშშ დოლარით (24.1 მლნ ლარით) შემცირება.

საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 176.0 მლნ აშშ დოლარით (292.1 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც გამოწვეულია ოპერაციული ცვლილებების შედეგად 187.0- მილიონიანი (310.5 მლნ. ლარით) ზრდით და საკურსო ცვლილებების შედეგად 11.0 მლნ აშშ დოლარით (18.3 მლნ. ლარით) კლებით. საბანკო სექტორის ოპერაციული ცვლილებების შედეგად გაზრდილი ვალდებულებების 96.8 % (181.0 მლნ აშშ დოლარი ანუ  300.4 მლნ ლარი) ბანკების გრძელვადიან ვალდებულებებზე მოდის, ხოლო მოკლევადიანი ვალდებულებები ოპერაციული ცვლილებების გამო 3.2 პროცენტით გაიზარდა (6.1 მლნ აშშ დოლარი და 10.1 მლნ ლარი).

102.0 მლნ აშშ დოლარით (169.4 მლნ ლარით) გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები, აქედან 95.7 მლნ აშშ დოლარი (158.9 მლნ ლარი), რაც სხვა სექტორების გაზრდილი ვალდებულებების 93.8 პროცენტს შეადგენს, არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებებზე მოდის. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად, 104.0 მლნ აშშ დოლარით (169.4 მლნ ლარი) გაიზარდა, სხვა ცვლილებების შედეგად  – 13.0 მლნ. აშშ დოლარით (21.6 მლნ. ლარი) და ფასის ცვლილებების შედეგად – 2.2 მლნ. აშშ დოლარით (3.6 მლნ. ლარი), ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 17.2 მლნ აშშ დოლარით (28.5 მლნ ლარით) შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 42.2 მლნ აშშ დოლარით (70.1 მლნ ლარით) გაიზარდა. ოპერაციული ცვლილების შედეგად კომპანიათაშორის სესხები 52.7 მლნ აშშ დოლარით (87.4 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად, შესაბამისად, 10.3 მლნ აშშ დოლარით (17.1 მლნ ლარით) და 0.2 მლნ აშშ დოლარით (0.3 მლნ ლარით) შემცირდა.

საგარეო ვალდებულებების ზრდის 90.9 პროცენტი, რაც 336.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (559.0 მლნ ლარი), უცხოური ვალუტით გამოსახულ ვალზე მოდის, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებულ საგარეო ვალზე მთლიანი საგარეო ვალის ზრდის 9.1 პროცენტია, რაც 33.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (55.7 მლნ ლარი). საანგარიშო პერიოდის ბოლოს უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობამ 10.6 მილიარდი აშშ დოლარი (17.8 მილიარდი ლარი) შეადგინა, ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობამ – 536.7 მლნ აშშ დოლარი (896.4 მლნ ლარი).