აქტუალური
თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. საზოგადოებრივ მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგას“ ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე, გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა შეუერთდებიან.
ახალი წევრების წარდგენა დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში მოხდება, სადაც „ამომრჩეველთა ლიგის“ პრეზენტაცია გაიმართება. ნაჩვენები იქნება გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ახალი კლიპიც.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ გასულ თვეში დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან მსახიობი ნანა შონია, ყოფილი პარლამენტარი კოკა გუნცაძე და იურისტი ლევან ჩიკვაიძე.