რელიგია
თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვაზე ადამიანის ცოდვებზე იქადაგა და ბრძანა, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა არის ამპარტავნება.
„ადამიანი არის ხატება ღვთისა და ამ მსგავსებას უნდა მიაღწიოს თავისი სულიერი მოღვაწეობით. მაგრამ, ამავე დროს, ადამიანი არის უძლური არსება. მისთვის უცხო არ არის ცოდვა და უნდა ითქვას, რომ რაც გვახსოვს ჩვენი თავი, გვახსოვს ჩვენი ცოდვა“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა და წმიდა მამების სიტყვები გაიხსენა, რომლებიც ამბობენ, რომ ამპარტავნებას განკურნავს მხოლოდ წმინდა სამება.
უწმიდესისა და უნეტარესის თქმით, უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ განგვკურნოს ჩვენ ამ სენისაგან.
ქადაგების დასრულებისას კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთელთა გუნდი „აეტი“ და 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დაარიგა, რომ მათ ფეხბურთის თამაშთან ერთად უნდა იფიქრონ განათლებაზე, წიგნებსა და სულიერ ცხოვრებაზე.