საზოგადოება
თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის ოფისში ხვალ, 3 აპრილს, პრესკონფერენციას გამართავენ პარტიის წევრები ლაშა გვასალია, ლევან გვარმიანი, გიორგი ოძელი, სოსო გიორგაძე.
შეკრებაზე დაგეგმილია აფხაზეთის ამჟამად თბილისში მოქმედი ხელისუფლების მუშაობის შეფასება.
შეკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება უცხოეთში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ბიზნესმენთა მიერ დევნილთა საერთაშორისო ფონდის დაარსება, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა და ამ მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
შეკრების ორგანიზებამდე პარტია „განახლებული საქართველოსთვის“გეგმავს ფართო საინფორმაციო-სარეკლამო კამპანიისა და სხვადასხვა აქციის ჩატარებას.