აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი გია ჟორჟოლიანს შეხვდა

fosta-Jorjთბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა და  გია ჟორჟოლიანმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. კოალიციისა და „სოციალ-დემოკრატიულიპარტიის“ განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის მიუხედავად, შეხვედრაზე შეჯერდა პრინციპული პოზიციები წინასაარჩევნო თანამშრომლობისათვის, გამოიკვეთა თანამშრომლობის ფორმატი მაჟორიტარებთან მიმართებით; კერძოდ, თუ „სოციალ-დემოკრატებს“ ეყოლებათ რომელიმე საარჩევნო ოლქში ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატი,  კოალიცია მას მხარს დაუჭერს არჩევნებში მთელი თავისი რესურსით.

შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა ორივე მხარემ. როგორც აღინიშნა, თანამშრომლობის ეს ფორმა არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი. საზოგადოებისათვის ნათელი გახდა, რომ ურთიერთგაგების შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პარტიასთან არაკოალიციური ფორმატით თანამშრომლობა  შესაძლებელიც არის და სასარგებლოც.