რუსეთის მოქალაქეთა 56% საქართველოსთან უვიზო რეჟიმის წინააღმდეგია

თბილისი, 30 მარტი,
საქინფორმი. რუსეთში საქართველოსა და აშშ-ის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად , რუსეთის მოქალაქეთა 54% ამერიკისა და საქართველოსადმი უარყოფითად არის განწყობილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინისადმი მათი განწყობა დადებითად შეაფასა რუსეთის მოსახლეობის 65 პროცენტმა, ბელარუსისადმი კი – 74 %-მა.
რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, რუსების 60% კმაყოფილებას გამოთქვამს, უკმაყოფილო კი 20 %-ია.
გამოკითხვების თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 56% რუსეთის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ეწინააღმდეგება.
რუსული მედიის აღნიშნვნით, ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, არის ის, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უარს ეუბნება.