პოლიტიკა
სადეპუტატო ასაკმა შესაძლოა, 21 წლამდე დაიწიოს

kublashviliთბილისი, 30 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის დეპუტატად შესაძლოა, არჩეულ იქნეს პირი 21 წლის ასაკიდან, ნაცვლად ამჟამად განსაზღვრული 25 წლისა.

შესაბამისი ცვლილების კონსტიტუციაში შეტანის ინიციატივით მმართველი პარტია გამოვიდა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში“, – განუცხადა  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ ადამიანს 21 წლის ასაკიდან“, – დასძინა მან.

კონსტიტუციაში ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, რასაც, ასევე, წინ უნდა უსწრებდეს ინიციატივის ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა, საჭირო გახდება შესაბამისი ცვლილებების საარჩევნო კოდექსში შეტანა.