აქტუალური
თბილისი, 29 მარტი, საქინფორმი. კანადის აკვატორიაში პროვინცია ახალ შოტლანდიასთან იახტა ჩაიძირა, რომლის ბორტზეც საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულია, 5-ის გადარჩენა მოახერხეს.
გადარჩენილებს შორის საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იახტით არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდათ.
კანადური სამაშველო სამსახურები ამ დრომდე არ აზუსტებენ იახტაზე მყოფების ვინაობას.