აქტუალური
თბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნულ ბიუროში გუშინ გამართული პრესკონფერენცია სააღსრულებო და გადახდისუუნარობის პროცედურებისა და ვადების შემცირებას შეეხებოდა.
ბიუროს ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქართველოს მოქალაქეები საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენას მნიშვნელოვნად სწრაფად შეძლებენ. სააღსრულებო საქმიანობაში ცვლილებები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ვადები; მეურვის არჩევა; კრების ჩატარების ვადები; მეურვის, კრედიტორებისა და მოვალის წარმომადგენელი პირის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის ვადები; მოვალისადმი კუთვნილი იმ ქონების ადგილსამყოფელის მოძიება, რომლის მოვალისადმი კუთვნილება დოკუმენტურად დასტურდება, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი უცნობია; მისი განკარგვა; გაკოტრების მმართველის არჩევა და დანიშვნა; სამეურვეო ქონების აუქციონით გაყიდვა და აუქციონის ჩატარების წესები; საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ მის კუთვნილებაში აღმოჩენილი ქონების განკარგვა.