სამართალი
ჩაჩიბაია იმის გამო დააპატიმრეს, რომ ალასანიას ინფორმაციას აწვდიდა?!
maia-phanjikidzeთბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დასავლეთ რეგიონში შეიარაღებული ფორმირებების შესახებ ირაკლი ალასანიას ინფორმაციის წყარო სერგო ჩაჩიბაია იყო, რომელიც გუშინ დააპატიმრეს“, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე გააკეთა. „გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაპატიმრებულია „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერი სერგო ჩაჩიბაია. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს დაკავება ალასანიას განცხადებას უკავშირდება, რადგან ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ალასანიას მიერ მიღებული ინფორმაციის წყარო სწორედ ჩაჩიბაიაა“, – დაამატა ფანჯიკიძემ.