აქტუალური
სამედიცინო დაწესებულებები იყიდება

Prodiutsaთბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზებას განაგრძობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული აუქციონის ფორმით იყიდება შპს „საგზაო პოლიკლინიკისა“ და შპს „ქალთა კონსულტაცია – მომავლის“ 100-პროცენტიანი წილი. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 1 200 000 ლარია.

აუციონის პირობებში კლინიკისთვის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება ჩადებული არაა.

ელექტრონული აუქციონი www.eaucion.ge-ზე დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება.