პოლიტიკა
თბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. 27-28 მარტს თბილისში საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგზე განაცხადა.