აქტუალური
საქართველო: დსთ-თან საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 419 მლნ დოლარი

aktualno-3თბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2012 წლის იანვარ-თებერვალში 419 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტი).

საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტმა 140 მილიონი შეადგინა (32%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა – 280 მილიონი (4%-ით მეტი).  საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31%-ს შეადგენს, მათ შორის ექსპორტში – 45% და იმპორტში – 27% (2011 წელს, შესაბამისად, 34%, 36% და 33%).

დსთ-ის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 19% მოდის (2011 წლის იანვარ-თებერვალში –  32%). 2012 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 25%-ით შემცირდა.