აქტუალური
თბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგებს დღეიდან ეტაპობრივად გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „NDI“-ში განუცხადეს. ორგანიზაცია, როგორც წესი, პარტიებთან შეხვედრამდე მათ რეიტინგებს არ ასაჯაროებს.
კვლევა, რომელის დასახელებაცაა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“, 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3 161 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე.
კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა.