სამართალი
მანანა კობახიძე ნუგზარ ბოჭორიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით

fosta-kobaxiZeთბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ადვოკატი მანანა კობახიძე დღეს ბრიფინგს მართავს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 21 მარტს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საღამოს 9 საათისთვის საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ბოჭორიშვილზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როცა უცხო პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბოროტმოქმედებმა ავტომანქანა მთლიანად დაცხრილეს.
როგორც ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, ბოლო ორ თვეში ბოჭორიშვილს ეროვნებით ქართველი მისთვის უცხო პირები ტელეფონით უკავშირდებოდნენ და საუბარში საქართველოს შსს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელს ახსენებდნენ. ისინი ბოჭორიშვილს ემუქრებოდნენ და მისგან საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე შეხვედრას მოითხოვდნენ.
ნუგზარ ბოჭორიშვილი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტს პირადად მის და მისი ნათესავების მიმართ 2010 წელს საქართველოში აღძრულ სს საქმეს უკავშირებს, რაც საქართველოში 220 კგ კოკაინის ტრანზიტით შემოტანას და შემდგომ ევროპის ქვეყნებში გადაზიდვას ეხებოდა.