აქტუალური
მედვედევმა სოხუმსა და ცხინვალში სპეცწარმომადგენლები დანიშნა

medvedev-naznaCilთბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სპეციალური წარმომადგენლები დანიშნა.

როგორც კრემლი იტყობინება, 21 მარტის ბრძანებულებით, ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური, თეიმურაზ მამსუროვი დაინიშნა, ხოლო 16 მარტს აფხაზეთთან მიმართებაში ეს მისია კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ალექსანდრე ტკაჩოვს დაეკისრა.