საზოგადოება
თბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 70 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, ხოლო 30 პროცენტი – დასაქმებულად.
კვლევით ირკვევა, რომ 2008 წლის იანვრის შემდეგ გამოკითხულთა 47 პროცენტის მდგომარეობა ფინანსური თვალსაზრისით არ შეცვლილა, 26 პროცენტის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო დარჩენილი 26 პროცენტის – გაუმჯობესდა.
კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტამდე ტარდებოდა. სულ საქართველოს მასშტაბით 3,161 რესპონდენტი გამოიკითხა.