აქტუალური
თბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას ითვალისწინებს. იმსჯელებენ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ასპექტებზეც.
ფორუმს, რომელიც მიუნხენის მახლობლად იმართება, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, პოლიტოლოგები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ელმაუში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმყოფება.
კონფერენცია არაფორმალურ ხასიათს ატარებს და უკვე მეოთხედ იმართება.