აქტუალური
„ჩვენი პარტიის შექმნის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაა. ჩვენ განსაკუთრებული ტკივილით ვატარებთ ჩვენს გულებში იმ ბიჭების ხსოვნას, ვინც უანგაროდ გასწირა თავი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი ბიჭები შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ და არაფერი დაიშურეს სოხუმის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ 20 წელია, აფხაზეთში აღარ ვყოფილვართ.
ჩვენ ვალდებულნი ვართ მათი ხსოვნისა და ნათელი სულების წინაშე ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუამ.