რელიგია
თბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქცია და შემოქმედებითი კოლექტივი გულითადად ულოცავს ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ყველა აზერბაიჯანელს ნოვრუზ ბაირამს.
ამ დღეს იშლება სუფრა, მზადდება ტრადიციული კერძები და სრულდება ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც გაზაფხულმა, ანუ ახალმა წელმა, ოჯახი კეთილდღეობით, ხვავითა და ბარაქით უნდა აავსოს.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის დროს სუფრაზე მნიშვნელოვანი სამანია, ანუ ჯეჯილი, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ეს დღესასწაული სათავეს იღებს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან, დაკავშირებულია ცეცხლთან, ზოროასტრიზმთან. ჩვენთან ეს კიდევ არის ისლამის წელთაღრიცხვის, მზის კალენდრის, შამსის მიხედვით – წლის პირველი დღე, ანუ ახალი წლის პირველი დღე.