აქტუალური
ლუკაშევიჩის ინფორმაციით, გემი მაშინ დააკავეს, როდესაც თურქეთის პორტ ხოფაში უნდა შესულიყო და შესაბამის ნებართვას ელოდებოდა.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა რუსეთის დროშით მცურავი ტვირთმზიდი „PUR-NAVOLOK“ გუშინ ნაოსნობის წესების დარღვევისთვის დააკავეს. ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა. გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იური დანილოვის მიმართ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.