აქტუალური
თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. როგორც რუსული ინტერნეტგაზეთი „ვზგლიადის“ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვამ აჩვენა, რესპონდენტთა ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ უნდა გააუქმოს.
ვებგვერდზე გამოკითხვის მიზნით განთავსდა ასეთი კითხვა: საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა. ღირს თუ არა, საპასუხოდ რუსეთმაც გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები? ამ კითხვას კითხვას უკვე 11 774-მა რესპონდენტმა უპასუხა, რომელთა პასუხებიც ასე გადანაწილდა: „დიახ, დაუყოვნებლივ“ – 16,3%; „დიახ, მაგრამ მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ“ – 31,3%; „არა“ – 52,4%. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ გამოაცხადა. რუსულმა მხარემ ანალოგიური გადაწყვეტილების პირობად „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის“ შეცვლა დაასახელა.