აქტუალური
დღეს დათბა, 21 მარტიდან კი ამინდი კვლავ გაუარესდება

amindi-gauaresdeba1თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოში დღეს მზიანი ამინდია. თბილა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რაიონებში. ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს. 21 მარტიდან ამინდი კვლავ გაუარესდება. დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. არამდგრადი ამინდი 25 მარტამდე გაგრძელდება.

„დღეს საქართველოში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერეტურა მოიმატებს. უნალექო და თბილი ამინდი 20 მარტსაც გაგრძელდება. 21-ში კი დღისით შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დასავლეთ საქართველოში შემოვლას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მცირე ნაწილი, ამიტომ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში იწვიმებს. მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ტემპრატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი იქროლებს დასავლეთის ქარი“, – იტყობინებიან სინოპტიკოსები.