აქტუალური
მესაზღვრებმა რუსული გემი და რუსეთის ათი მოქალაქე დააკავეს

pur-novolokთბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე სარფის საზღვაო რაიონში  რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „PUR-NAVOLOK“ დააკავეს. გემის ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება, ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იური დანილოვის მიმართ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.