აქტუალური
კონტროლის პალატაში მოქალაქეთა გამოუცხადებლობის საკითხს შსს გამოიძიებს

SSSთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტროლის პალატის მიერ დაბარებული პირების გამოუცხადებლობაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველოს კონტროლის პალატიდან საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებში გადაიგზავნა მასალები, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში განმარტების მისაცემად დაბარებული ცალკეული პირების გამოუცხადებლობისა და, შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული მასალების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მე-2 პრიმა მუხლით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პირების დაკითხვა მოწმის სახით“, – ნათქვამია განცხადებაში.