აქტუალური
მინისტრის თქმით, ინვესტიციების მოცულობის მხრივ მრეწველობის სექტორი პირველ ადგილზე გავიდა, რაც პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. მკვეთრად გაიზარდა უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში განხორციელებული რეინვესტირების შემთხვევები. 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 10.4 პროცენტით მოიმატა და 38.5 პროცენტი შეადგინა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოში გრძელვადიანი ბიზნესის კეთება მომგებიანია. ყოველივე ეს პოზიტიურად იმოქმედებს არა მხოლოდ ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესებისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ვერა ქობალიამ.