პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება აფხაზეთის არჩევნებთან დაკავშირებით

evrokavshiriiiiiiiiთბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

„ამ განცხადებით, რომელიც კეთდება საქართველოს გამოყოფილ რეგიონში, აფხაზეთში, 10 მარტს ჩატარებული არჩევნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე, ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას. რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიებას და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს ძალისხმევა ამ მიმართულებით“.