აქტუალური
თბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელში მინისტრს რელიგიის საკითხებში იაკობ მარგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხზე ისაუბრეს.
იაკობ მარგმა, როგორც ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ცალსახად აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება მაქსიმალურად მხარში დაუდგება ქართულ მხარეს და შეეცდება, რომ ჯვრის მონასტრის საკითხზე მიღწეულ იქნეს კონსენსუსი, რომელიც სამივე მხარისთვის მისაღები იქნება.შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქართული მხარე, იერუსალიმის საპატრიარქო და ისრაელის ხელისუფლება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისრაელში მოინახულა „ქართული სახლიც“, რომელიც 2007 წელს დაარსდა.
დავით ბაქრაძემ „ქართულ სახლში“ მცხოვრებ ქართველ მონაზვნებს ღვთისმშობლის ხატი გადასცა და დაჰპირდა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ქართული სახლის“ თანადგომას მომავალშიც გააგრძელებს.