აქტუალური
თბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 27-28 მარტს სეულში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის გარდა მასში აზერბაიჯანის, ჩინეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, იტალიისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრები, იორდანიის მეფე მიიღებენ მონაწილეობას.