აქტუალური
თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მართვაში ფრანგული კომპანია შემოდის. თურქული კომპანია „TAV Havalimanlari Holding A.S.“, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, პოზიციებს თმობს და აქციათა 38 პროცენტს ყიდის.
კომპანიის ინფორმაციით, „Aéroports de Paris Group“ „TAV“-ის მიერ გამოშვებულ აქციათა 38 პროცენტს შეისყიდის. გარიგების საერთო ღირებულება 874 მილიონი აშშ დოლარია.ორივე კომპანიის მფლობელობაში 37 აეროპორტია და ისინი ყოველწლიურად 180 მილიონ მგზავრს უწევენ მომსახურებას.
ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ „Aéroports de Paris Group“ „TAV Yatirim Holding“-ის 49პროცენტს შეიძენს.
შეგახსენებთ, რომ „TAV“ თურქეთისა და საქართველოს გარდა მართავს აეროპორტებს ლატვიაში, მაკედონიაში, საუდის არაბეთსა და ტუნისში.