ჰენრი კისინჯერი: „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგი არ არის, ის რუსი პატრიოტია!“
თბილისი, 13 მარტი,
საქინფორმი. „მე არ ფიქრობ, რომ პუტინი ანტიდასავლურად არის განწყობილი. პირველ რიგში, ის რუსი პატრიოტია, რომელიც თავს დამცირებულად გრძნობს იმის გამო, რაც 1990-იან წლებში რუსეთში ხდებოდა“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა ამერიკის ტელეარხ „CNN“-თან ინტერვიუში.
ცნობისათვის: კისინჯერს სახელმწიფო მდივნის პოსტი აშშ-ის ორი პრეზიდენტის – რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის – ადმინისტრაციებში ეკავა. პუტინი კისინჯერს, დაახლოებით, 20-ჯერ შეხვდა. უკანასკნელად მათი შეხვედრა 2012 წლის იანვარში შედგა.