აქტუალური
თბილისი, 13 მარტი, საქინფორმი. ინფორმაციის შესახებ იუწყება საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივების 2011 წლის მიმოხილვა, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
წინასწარი გამოთვლით, 2011 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,244 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 35 პროცენტით მეტია.„ვაჭრობის 75% იმპორტზე მოდის. სწორედ ამის შედეგია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელმაც 2011 წელს 4, 865 აშშ დოლარს მიაღწია. ეს 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32 პროცენტით მეტია და რეკორდულად მაღალ მაჩვენებლად გვევლინება. მსგავსი უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი 2008 წელსაც აღინიშნებოდა, მაგრამ მაშინ ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, რამაც ნაწილობრივ დააბალანსა ეს დეფიციტი“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივების 2011 წლის მიმოხილვა-ანგარიშის პრეზენტაცია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა და ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ ჩაატარეს. ეს მათ მიერ მომზადებული რიგით მეოთხე ანგარიში იყო.