აქტუალური
თბილისი, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმის მკითხველი გივი მომცელიძე სოციალურ ქსელ „Facebook“-ის გვერდზე აქვეყნებს, საფრანგეთის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე 2012 წლის თებერვალში ჩაანაცვლეს რენო სალენსით (ყოფილი დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანში).
მომცელიძის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფურნიე უხელმძღვანელებს დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. უნდა აღინიშნოს, რომ ერიკ ფურნიეს საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები აქვს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა, ამნისტი ინტერნეიშენელი, ჰააგის ტრიბუნალი (ამ უკანასკნელის მოსამართლე ანიტა უშაკა, სხვათა შორის, მისი და ივანიშვილის გუნდში გადაბარგებული მინდია უგრეხელიძის ძალიან ახლო მეგობარია).
„ყოფილი დიპლომატი ერიკ ფურნიე ცნობილია მისი საკმაოდ მკაცრი და მკვეთრი განცხადებებით არსებული ხელისუფლების მიმართ. მან, ფაქტობრივად, ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებაში და მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარს არიდებდა თავს, – დასძენს მომცელიძე და ამბობს, – გამოცემას თავად ერიკ ფურნიესთან დაკავშირება ამ ეტაპზე არ შეუძლია. ის ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და უახლოეს დღეებში აპირებს საქართველოში დაბრუნებას“.