პოლიტიკა
თბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს ატყობინებს, მიმდინარე წლის 7 მარტს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „საქართველოსთვის“, თავმჯდომარეს, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – მთავარ მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუას შორის.