აქტუალური
მსოფლიოში ნავთობის ფასები გაიზარდა

cena_neftთბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. როგორც „როიტერი“ იტყობინება, მსოფლიოში ნავთობის ფასები ბოლო ვაჭრობის შედეგად გაიზარდა.

ლონდონში „InterContinental Exchange Futures“-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 2,14 აშშ დოლარით გაიზარდა და 124,112 აშშ დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკში, „New York Mercantile Exchange“-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 1,46 აშშ დოლარით 106,16 აშშ დოლარამდე გაიზარდა.