აქტუალური
თბილისი, 9 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153-ე ადგილი უკავია, მისი ქონება კი 6,4 მილიარდ აშშ დოლარად აშეფასდა.
ივანიშვილის ქონება შარშანდელ ანალოგიურ სიაში 5,5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.ჟურნალი „Forbes“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას ივანიშვილის შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი საფრანგეთში მეექვსე უმდიდრესი ადამიანია და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა და ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე პასუხს ელოდება.
ახლად გამოქვეყნებულ წლევანდელ სიაში სულ 1 226 პირია შესული.