აქტუალური
თბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს აცნობებს, პარტიის ოფისში აფხაზეთის საზოგადოებრივი თანხმობის სათათბიროს შეხვედრა გაიმართა. საზოგადოებრივი სათათბირო მიზნად ისახავს ერთიანი ქართულ-აფხაზური საარსებო სივრცისა და საზოგადობრივი ერთიანობის აღდგენას.
შეხვედრაზე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და პარტიის წევრებმა განიხილეს დებულების სამუშაო ვარიანტი, სადაც ნათქვამია, რომ სათათაბირო უფლებამოსილია, იმოქმედოს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ იმ ქვეყნებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.აფხაზეთის საზოგადოებრივი თანხმობის სათათბიროს დებულებაზე მიმდინარეობს მუშაობა და მისი საბოლოო ვარიანტი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
სათათბიროს წევრების განცხადებით, ისინი ყველა გზას გამოიყენებენ, რათა აღდგეს საზოგადოებრივი ურთიერთობა და კავშირები ქართველებსა და აფხაზებს შორის.