სამართალი
თბილისი, 8 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ქვეყანაში პატიმრების სიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე უნდა დადგეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
„პატიმრების გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე საქსტატი ინფორმაციას არ ფლობს. პრობაციის სამინისტროსგან კი რაიმე ცნობების მიღება ყოვლად შეუძლებელია“, – აღნიშნავს პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს პატიმრების სიკვდილიანობის ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა, აუცილებელია, დადგეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.
პარტია მიმართავს სახალხო დამცველს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და გააცნონ საზოგადოებას საკუთარი პოზიცია.