აქტუალური
მძლავრი მაგნიტური ქარიშხალი

magnitnaya-buriaთბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. ნასას თანამგზავრებმა მზეზე ძლიერი აფეთქება დააფიქსირეს. ძლიერმა ელექტრომაგნიტურმა ტალღებმა დედამიწამდე ახლა მოაღწია. მეცნიერები დედამიწაზე მოსალოდნელ გეომაგნიტურ ქარიშხალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ტალღები საკმაოდ ძლიერი იქნება.

აშშ-ის კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა, კოსმოსური თანამგზავრებისა და მიწისზედა კავშირგაბმულობის სისტემების მუშაობა შეაფერხოს, თუმცა ადამიანებისთვის რაიმე ზიანის მიყენებას ვერ შეძლებს.

მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, დედამიწაზე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი იქნება. წინა ასეთივე ძლიერი ქარიშხალი დედამიწას თავს დაატყდა 27 იანვარს.