აქტუალური
ბექაური „მეცხრე არხის“ ეთერში გასვლის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს

kakha_beqauriთბილისი, 6 მარტი, საქინფორმი. მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური ხელისუფლებას მათი აპარატურის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს.

გენერალური დირექტორი საუბრობს არხის სტრუქტურაზე და საზოგადოებას ჰპირდება დამოუკიდებელი მაუწყებლობის შექმნას. მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი საბჭოს ჩამოსაყალიბებლად, რომლის ფუნქციაც იქნება ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. საბჭოში, სავარაუდოდ, სამი პიროვნება შევა, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ბექაურის განცხადებით, „მეცხრე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლაშა შონია გააგრძელებს მუშაობას ტელეკომპანიაში.

მისი თქმით, იგი მზად არის, ითანამშრომლოს ნაციონალური ტელეარხების იმ ჟურნალისტებთან, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო უწევთ იქ მუშაობა.  ტელევიზიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს ბევრი საკაბელო ორგანიზაცია, თუმცა უკვე თანამშრომლობენ „global.tv“-თან.