„serv.ge“-ზე შეტევა საქინფორმის გამო არ ყოფილა

თბილისი, 6 მარტი,
საქინფორმი. 7 თებერვალს
საქინფორმმა გააკეთა საგანგებო განცხადება, რომ
„serv.ge“-ზე
განხორციელებული კიბერშეტევა აძლევდა ეჭვის საფუძველს, რომ იგი უკავშირდებოდა საქინფორმის საიტზე – www.
saqinform.ge – გამოქვეყნებულ წერილს
„
STOP, მიხეილ!“ და გაზეთ
„ასავალ-დასავალში“ – www.asavali.ge-ზე
– გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბიძინა ივანიშვილთან, რადგანაც ორივე ორგანიზაცია ამ პროვაიდერის მომხმარებელია.
დღეს საქინფორმის რედაქციას დაუკავშირდა „serv.ge“-ს დირექტორი რეზო ნატროშვილი, რომელმაც გვაცნობა, რომ 7 თებერვალს განხორციელებული კიბერშეტევა საქინფორმის გამო არ ყოფილა და ეს იყო საერთო კიბერშეტევა პროვაიდერ „serv.ge“-ზე.